მამუკა მდინარაძე: ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ ჩვენი მესიჯი უნდა იყოს ერთი, რომ არასდროს საქართველო არ იფიქრებს მათ დაბრუნებას ომით

განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„შანტაჟი გვახსოვს ბიძინა ივანიშვილზეც, მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის ომში ჩართვის მოთხოვნით. ჩვენ პირდაპირი მოწოდებები გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული პირებისგან, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. ბოლოს საითაც არ უნდა ვიაროთ, რა ლოგიკაც არ უნდა განვავითაროთ, რაც უნდა მოვყვეთ ან ვერ მოვყვეთ, მაინც იქით მივდივართ – საქართველოს მადლობას ეტყვიან მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ის ჩაერთვება ომში და გაწირავს თავს გლობალური მიზნებისთვის.

დიდმა ქვეყნებმა შეიძლება იბრძოლონ და შესაძლოა, დიდი მსხვერპლი გაიღონ, მაგრამ ფიზიკურად მაინც გადარჩნენ და ამ დიდ საოკუპაციო ომში, დიახ, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ნატოს გაფართოების, ერთად ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიმდინარეობს, საქართველო ვერ, არ ჩაერთვება, რადგან გარდა ადამიანური მსხვერპლისა, შესაძლოა ქვეყნის ფიზიკური განადგურების საფრთხე იყო. ჩვენ ამას არ და ვერ გავრისკავთ და ეს მშვიდობა არის ძნელად გადასატანი, რადგან ომის გარდა, ზუსტად ვიცით, არაფერს დაგვიფასებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები