მიხეილ სარჯველაძე: “ნაციონალურ მოძრაობაში” არის ჩრდილოვანი მმართველობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს აფასებს.

“ასეთი ტიპის განცხადებები უნდა ჩავთვალოთ, როგორც აღიარებად მმართველობის მთავარი ნაკლოვანებებისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში ცდილობს, რომ როგორმე ჩამოიცილოს ეს იარლიყი, რომელიც სამართლიანად აქვს დამსახურებული. წლების განმავლობაში რამაც განაპირობა მათი მარცხი ეს იყო ადამიანის უფლებების გათელვა და ადამიანები ჩაგვრა. ასევე მართებულია საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” არის ჩრდილოვანი მმართველობა, ეს დამახასიათებელია ამ პარტიისა და იქ მყოფი ადამიანებისთვის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მმართველობა დღეს არ დაწყებულა და სულ თან სდევდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას, ყველა ეტაპზე და ყველა სეგმენტში”, – აცხადებს სარჯველაძე.

ცნობისთვის, ნიკა მელია დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს საჯაროდ აკრიტიკებს. ასევე, მან განაცხადა: „ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმ-ს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები