ფოთში 1-ელი ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ფოთის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდა.

მოეწყო საზეიმო მსვლელობა, დრამერების შოუ, გამოფენები, სპორტული საჩვენებელი სანახაობები. ჩატარდა მასტერკლასი ფოთელი წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით. გაცოცხლდა ეპიზოდები სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან – ,,იაკობ გოგებაშვილის კვალდაკვალ…“
ბავშვებს 1-ელი ივნისი ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მიულოცა.
საღამოს კი საბავშვო საესტრადო სტუდიების მოსწავლეთა კონცერტი და კალიგრაფიის კონკურსში ,,ნიკო ნიკოლაძის სიბრძნის სამყარო ჩემი კალიგრაფიით“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები