დენის სალუქვაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან აგრარული მიმართულებით სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ტიტე აროშიძესთან ერთად, აგრარული მიმართულებით სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა და დარგის განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე პროექტები და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა განიხილა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სტუდენტებმა მინისტრს საკუთარი იდეები და ინიციატივები გაუზიარეს, ასევე დასვეს კითხვები სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებისა და სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა რეგიონის აგრარული სფეროს გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

„ჩვენი მთავარი მიზანია, სოფლის მეურნეობა გავხადოთ უფრო თანამედროვე, ინოვაციური და კონკურენტუნარიანი სფერო. ამ პროცესში ახალგაზრდების როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც ახალი იდეებითა და ენერგიით შეცვლის დარგს. სახელმწიფო მზად არის, მხარი დაუჭიროს თქვენს ინიციატივებს, უზრუნველყოს შესაბამისი პროგრამები და შექმნას გარემო, სადაც შეძლებთ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.”- განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სამინისტროს დეპარტამენტის უფროსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები