თელავში ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 143-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
23 აპრილს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმი მეცენატი ქალბატონის, ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 143 – ე წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს.
მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქეთევან იაშვილის უნიკალური კოლექციიდან ექსპონატები, რომლებიც მუზეუმის ხელოვნების ფონდში ინახება და მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს.
ქეთევან იაშვილი იყო გამორჩეული ქალი, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი სიყვარულითა და შრომით შეგროვებული ფერწერული ტილოებისა და ანტიკვარული ნივთების 200-მდე ექსპონატი საჩუქრად გადასცა თელავის ისტორიულ მუზეუმს, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში.