გორის მერი ერისთავის თეატრში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ერისთავის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა. შესრულდა პატრიარქის საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა, პოეტ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, წაიკითხეს მისადმი მიძღვნილი ლექსები.

საღამოს ფარგლებში წარმოდგენილი იყო ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავდა უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს.

პროექტი განხორციელდა გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას კურთხევითა და ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სტუდია „ოქონას“ თანადაფინანსებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ხუთასმა ახალგაზრდამ პატივი მიაგო პატრიარქის ხსოვნას და მისი საფლავი თეთრი ვარდებით შეამკო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები