დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მერიამ დასუფთავების აქცია მოაწყო

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ დასუფთავების აქცია მოაწყო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“დღეს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან და შპს „კომუნალური მეურნეობის“ თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთო. აქციის ფარგლებში სოფელ რაჭისუბანში მდინარე მაშავერას მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
22 აპრილს 193-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, დედამიწის დღე, აღინიშნება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები