“შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, როდესაც მთელი ეს სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს” – ვატო შაქარიშვილი

“შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, როდესაც მთელი ეს პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს. მათ ხელშია მედიები, „ენჯეოები“, ფინანსები და ათასგვარი სხვა ბერკეტი”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა განუცხადა.

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი საერთაშორისო კრიზისის ფონზე თუ ახალი კონფლიქტების ფონზე, “ეს ძალები და ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლი გადაედოს ქვეყანას”.

“ეს ჩემი სუბიექტური შეფასება არ არის, ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული განცხადებები. უკრაინის ომის დაწყებიდან თუ 3-4 წელი გავიდა და ყურში გაჯდა მათი განცხადებები და რიტორიკა, ირონის ომი ავიღოთ. ამ აგენტურული ქსელის არაერთი წარმომადგენელი, ვის გასამართლებას და დასჯას ჩვენ ვითხოვთ, პირდაპირ მოუწოდებდნენ ირანს, რომ საქართველოს ტერიტორია დაებომბა, საქართველოს ტერიტორიაზე თავდასხმა განეხორციელებინა. ჩვენ გვინდა რომ პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს, ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები