“შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ვიზიტების გაცვლაზე. გვქონდა საუბარი სავაჭრო-ეკონომიკურ-კულტურულ ურთიერთობებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე მადრიდში მიმდინარე ოფიციალურ ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება, კონფლიქტები და ომები რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
“მათ შორის, ჩვენ დაწვრილებით მოვუყევით იმ პრობლემატიკის შესახებ, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ხაზი გავუსვით საქართველოს ხელისუფლების მზაობას, რომ ნებისმიერ საკითხზე, კრიტიკულ კითხვასა თუ პროცესზე ვისაუბროთ ღიად ევროკავშირის წარმომადგენლებთან”, – განმარტა სამხარაძემ.