რუსეთი ყაზახური ნავთობის ტრანზიტს შეწყვეტს

რუსეთი 1-ელი მაისიდან ყაზახური ნავთობის ტრანზიტს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle გერმანიის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყაზახური ნავთობი გერმანიაში ნავთობსადენის, „დრუჟბას“ გავლით, რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის ტერიტორიით მიეწოდება. 2025 წელს ყაზახეთმა ამ მარშრუტით 2,146 მლნ ტონა ნავთობის გადაზიდვა განახორციელა, რაც 2024 წელთან შედარებით 44%-ით მეტი იყო. მას შემდეგ, რაც გერმანიამ რუსეთის ენერგომატარებლებზე უარი თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელი ყაზახეთი გახდა.

რუსეთის გავლით ყაზახური ნავთობის მიწოდების შეჩერების შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ერლან აკენჟენოვმაც დაადასტურა. მისი თქმით, რუსულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, მაგრამ არაოფიციალური წყაროებიდან ყაზახეთმა ეს ინფორმაცია უკვე მიიღო. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ეს ფაქტი რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის საჰაერო იერიშებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები