ამერიკელი მუსიკოსი და მომღერალი D4vd (დევიდ ენტონი ბერკი) პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საქმე ეხება 14 წლის გოგონას გარდაცვალებას, რომლის ცხედარიც მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილის საბარგულში აღმოაჩინეს.
ლოს-ანჯელესის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა დაკარგულად 2025 წლის სექტემბერში გამოცხადდა, ხოლო მოგვიანებით მისი დანაწევრებული ცხედარი ავტომობილში აღმოაჩინეს.
გამოძიება მუსიკოსს ასევე უკავშირებს ცხედრის დამალვისა და სხეულის დამახინჯების ბრალდებებს. სამართალდამცავების ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი დაცვის მხარე აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და ბრალდებების დამტკიცება სასამართლოში უნდა მოხდეს.
პროკურატურის ინფორმაციით, განიხილება სხვადასხვა სახის სასჯელი, მათ შორის სიკვდილით დასჯის შესაძლებლობაც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.