აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აჭარაში აგროსასურსათო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ საქმიანობასა და აქტივობებზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.