14 სექტემბერს ბათუმში ფესტივალი „biaf“ გაიხსნება

14 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. კინოჩვენებებს ზღვისპირა ქალაქში კინოთეატრი “აპოლო” და ღია ცის ქვეშ სასტუმრო “დივანი” უმასპინძლებენ. საკონკურსო სექციებში რამდენიმე ქართული ფილმიც მოხვდა. საერთაშორისო კინოფესტივალზე 50-მდე სხვადასხვა ჟანრის ფილმს 25 ქვეყნიდან წარმოადგენენ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, რომლებსაც მოწვეული, ცნობილი რეჟისორები ჩაატარებენ. ფესტივალი ზღვისპირა ქალაქში 2006 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები