შალვა პაპუაშვილი: საქართველო სრულად უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას

,,ფრენების შეზღუდვა იყო სანქცია, რომელიც დაწესებული ჰქონდა რუსეთს, მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე, სხვა უსამართლობები, რომელიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს, აქეთ უნდა წავიდეს საბოლოოდ რუსეთის გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებად გამოყენებული ვერ იქნება.

„ჩვენს მიდგომას, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო უზრუნველყოფს სრულად საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ითქვა მკაფიოდ, რომ არცერთი ავიაკომპანია, არცერთი ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაეშვება. საქართველო არ აპირებს, დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს, დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს, ესეც ითქვა ცალსახად. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და, მეორე მხრივ, არ აწესებს ორმხრივ სანქციებს და არ უწესებს სანქციებს საკუთარ მოქალაქეებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები