ComCom-მა „რუსთავი 2“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის დააჯარიმა. 2023 წლის აპრილში, ComCom-ის მიერ ჩატარდა მაუწყებლის მონიტორინგი, რომლის შედეგად, გადაცემებში „დილა მშვიდობისა საქართველო”, „შუადღე” და „პაატა გულიაშვილის შოუ”, პროდუქტის განთავსებისა და სპონსორობის წესის დარღვევები გამოვლინდა.

კერძოდ, დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებას, სარეკლამო ტექსტებით პროგრამის შინაარსზე გავლენის მოხდენას და სპონსორობისას პროდუქტის შეძენის, მიწოდებისა თუ მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას კრძალავს.

ვინაიდან „რუსთავი 2”-ის მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაფიქსირებულია პროდუქტის განთავსების წესის დარღვევა, რის გამოც ComCom-მა მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა, კანონდარღვევის განმეორებისთვის ტელევიზია 2500 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები