თეიმურაზ ჯანჯალია: მნიშვნელოვანია, აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გაფართოების პაკეტშიც მაქსიმუმი შევძლოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს, თუ რა რეფორმები განხორციელდა ქვეყანაში

“ჩვენ გვექნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც, გარდა იმ მიმართულებებისა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ პარტნიორებს ინფორმაცია მიეწოდოს.

„მნიშვნელოვანია, ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გაფართოების პაკეტშიც მაქსიმუმი შევძლოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს, თუ რა რეფორმები განხორციელდა ქვეყანაში, რა გზაზე ვდგავართ და რომ საქართველო რეალურად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში“, – განაცხადა ჯანჯალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები