„მათ სურთ, მალე მიუტანონ კეზერაშვილს ინფორმაცია, თუ რა ხდება მის თავს საქართველოში“ – ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, როდესაც ოპოზიცია ე.წ. ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ, დავით კეზერაშვილს ინფორმაცია მიუტანონ, რა ხდება მის თავს საქართველოში.

„როდესაც შენ რაღაც ფორმით გაქვს შეხება ამ ფაქტთან, რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, რომ გამოძიებას სათავეში შენ ჩაუდგე? აქ უფრო საქმე იმასთან გვაქვს, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება მალე მიუტანონ თავიანთ დამფინანსებელს, დავით კეზერაშვილს ინფორმაცია, თუ რა ხდება მის თავს საქართველოში“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები