“დარწმუნებული ვარ, იტალიაშიც ისეთივე მხარდაჭერა გვექნება, როგორიც ჩვენ მალტაში ვიგრძენით” – შალვა პაპუაშვილი

“იტალიაში გვექნება შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, იქაც ისეთივე მხარდაჭერა გვექნება, როგორიც ჩვენ მალტაში ვიგრძენით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასეთი შეხვედრების დროს, უპირველეს ყოვლისა, ვაცნობთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო აღწევს 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ და ამ მიმართულებით დედაქალაქებიდან ვიღებთ მხარდაჭერას. ასეთი შეხვედრები გვისახავს ოპტიმიზმს, რომ, ერთი მხრივ, ოქტომბერში შეფასება, მეორე მხრივ, დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მალტის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს იტალიაში იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები