შალვა პაპუაშვილი არახამიაზე: საქართველოს გადმოსცენ გია ლორთქიფანიძე, ზურაბ ადეიშვილი და ამის შემდეგ შეიძლება სხვა საკითხებზე საუბარი
საქართველოს გადმოსცენ გია ლორთქიფანიძე, ზურაბ ადეიშვილი და ამის შემდეგ შეიძლება სხვა საკითხებზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებს.
„იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა უკრაინის ხელისუფლების ამ წარმომადგენლების მხრიდან, პირველი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას არის, რომ საქართველოს გადმოსცენ გია ლორთქიფანიძე, ზურაბ ადეიშვილი და ამის შემდეგ შეიძლება სხვა საკითხებზე საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. გარდა ამისა, არახამია მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს საქართველოს მთავრობა არ იმსახურებს.