სალომე ზურაბიშვილი: ევროპა არის მშვიდობა, ეს არის ერთადერთი გაერთიანება, რომელმაც ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად შეუნარჩუნა

ევროპა არის მშვიდობა, ეს არის ისტორიაში ერთადერთი ასეთი ქვეყნების გაერთიანება, რომელმაც შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თავისუფალი მომავალი ევროპაშია.

„ევროპა არის მშვიდობა, ეს არის ისტორიაში ერთადერთი ასეთი ქვეყნების გაერთიანება, რომელმაც შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა, არც ერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა, ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, რაც მთავარია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები