დაკითხვაზე შესვლამდე დავით ბაქრაძემ თანხის წარმომავლობაზე ისაუბრა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა.

დავით ბაქრაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ თუ რატომ არ მოხდა კონკრეტული თანხა მის ქონებრივ დეკლარაციაში. ბაქრაძის თქმით, მას აღნიშნული თანხის განკარგვის უფლება არ ჰქონდა, რადგან ეს თანხა მისი მეუღლის მშობლების საკუთრებაა. “მე როგორც პარლამენტის წევრს მაქვს იმუნიტეტი, მზად ვარ ვუპასუხო გამოძების კიტხვებს და პასუხი გავცე ყველა კითხვას, იმიტომ, რომ მე არც კანონთან და არც საზოგადოებასთან დასამალი არაფერი მაქვს. რაც შეეხება კონკრეტულად საკითხს და თანხის წარმომავლობას, ვფიქრობ, საზოგადოებამ უკვე გაარკვია, რომ ეს არის კერძო ქონების გაყიდვის შედეგად აღებული თანხა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს არც პოლიტიკასთან და არც საბიუჯეტო წყაროებთან. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა, ან არ მოხდა ეს თანხა ჩემს ფინანსურ დეკლარაციაში, აქაც ვფიქრობ, რომ მე ზედმიწევნით ვიცავდი კანონს. დეკლარაციაში უნდა შეიტანო თანხა, რომლის განკარგვის უფლებაც გაქვს, მე ამ თანხის განკარგვის უფლება არ მაქვს, რადგან ეს თანხა ჩემი მეუღლის მშობლების საკუთრებაა, რომელიც თავის დროზე სრულწლოვანების შემდეგ მათ შვილიშვილებს გადაეცემათ, მათ შორის ჩემს შვილებსაც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები