ComCom-ის მედიალაბში „იდეადრომის“ მონაწილეები სტარტაპ გუნდის მართვაში გადამზადდნენ

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპ იდეების კონკურსის, „იდეადრომის” მონაწილე გუნდები ორგანიზაციულ მართვასა და კონფლიქტების მოგვარებაში გადამზადდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემინარს Leadership Development Institute-ის აღმასრულებელი დირექტორი და PCC-ის მენტორი, გვანცა ბარაბაძე გაუძღვა და სტარტაპერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი პროფესიონალ მენტორებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან თემებს ისწავლის, როგორიც იდეის ვალიდაცია, პროტოტიპირება, ბიზნესმოდელის შექმნა, ორგანიზაციული მართვა და ლიდერობა, სტარტაპის ფინანსური და იურიდიული საკითხების გადაჭრა და ინვესტორებისთვის იდეის წარდგენაა.

ინტენსიური გადამზადების შემდეგ კი, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები, რომელთა საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

“იდეადრომის” მიზანი ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა და მათი იდეების დახვეწა, განვითარება და რეალობად ქცევის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები