ლიბერთი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის F C I-ის წევრი გახდა

ლიბერთი, მესამე ბანკია საქართველოს ბაზარზე, რომელიც FCI-ში გაწევრიანდა.

,,ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვას და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. ფაქტორინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური მომსახურებაა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. ჩვენს მომხმარებლებს ადგილობრივ ფაქტორინგულ ოპერაციებს 2020 წლიდან ვთავაზობთ.
საერთაშორისო ფაქტორინგულ ორგანიზაცაში გაწევრიანება, ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს პროდუქტების მრავალფეროვნება, ასევე ბაზარზე არსებული პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყაროს და მომავალში მომხმარებლებს საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაციები შესთავაზოს” – შოთა დეკანოსიძე ლიბერთის გლობალური საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები