როგორი ამინდებია მოსალოდნელი – გრძელვადიანი პროგნოზი

დღეიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს სამმართველოს უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა. მისივე თქმით, უამინდობა საქართველოს მთელს ტერიოტორიაზე 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„დღეს საღამოდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 29-30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 33 გრადუსი იქნება. 1 სექტემბრიდან გამოიდარებს და უმეტესად უნალქეო ამინდი იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. უნალექო ამინდები 5 სექტემბრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები