“ევროკომისიამ გამოაგზავნა 8 პუნქტი, რომლისგანაც მინიმუმ 2 არის სამარცხვინო” – გიორგი ჩაკვეტაძე

“ევროკომისიამ გამოაგზავნა 8 პუნქტი, რომლისგანაც მინიმუმ 2 არის სამარცხვინო”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

“პირველი, ეს შეეხება იმას, რომ თითქოს ჩვენ უნდა გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების კანონი და უნდა დავუშვათ ლგბტქ პროპაგანდა საქართველოში და მეორე ეს შეეხება იმას, რომ უნდა გავაუქმოთ ამერიკული FARA-ს ზუსტი ქართული ანალოგი. რაც შეეხება შანტაჟს ამ პუნქტებით და, ზოგადად, უვიზო რეჟიმის შეჩერებით, მე მჯერა, რომ ამ გადაწყვეტილებას ევროპელი ლიდერები არ მიიღებენ”, – განმარტა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები