ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ინფორმაციას, ონის მერია ავრცელებს.
,,სტიქიამ სოფელ უწერაში ორი სახიდე გადასასვლელი, სოფელ ღებში “ჭაალეების უბანში” მდინარე რიონზე დამცავი გაბიონი და სოფელ შქმერში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”,- წერია ინფორმაციაში.