არჩილ გორდულაძე: ჯო უილსონის „სიყვარული“ საქართველოს მიმართ თურმე 10 000 დოლარი ღირს

„ჯო უილსონის „სიყვარული“ საქართველოს მიმართ თურმე 10 000 დოლარი ღირს,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ამერიკის შეერთებული შტატების FARA-ს რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ერთი რიტორიკული კითხვა შეიძლება დაისვას – როდის აქეთ გახდა აშშ-სთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მტრული ორგანიზაცია?! ხომ გვიმტკიცებდნენ გარედან სპეკულაციურად, რომ FARA-ში, აშშ-ში მხოლოდ და მხოლოდ მტრული ორგანიზაციები რეგისტრირდებიანო. ახლა ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ დარეგისტრირებულია. კიდევ ერთი მაგალითი, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო ის კამპანია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ცალკე საკითხია, როდესაც ბატონი ჯო უილსონი აღმოჩნდა, რომ თურმე თანხებს იღებს „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და იგი არის ერთი ჩვეულებრივი ლობისტი. მისი „სიყვარული” საქართველოს მიმართ თურმე 10 000 დოლარი ღირს“, – აცხადებს გორდულაძე.

ცნობისთვის, FARA-ს რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია – „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები