ჯასტინ ტიმბერლეიკი დღეს საქართველოში კონცერტს გამართავს
მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, საქართველოში კონცერტს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბლექს სი არენა“ ავრცელებს.
სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე „დინამო არენას“ სტადიონზე 21:30 საათზე წარდგება.
„Starring Georgia-ს ფარგლებში, ქართველი მსმენელი უკვე განებივრებულია მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, მაგრამ ჯასტინ ტიმბერლეიკი პოპ მუსიკის ისტორიის კიდევ სხვა ფურცელია, რომელიც აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩვენი პროექტის ნაწილიც“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.