ComCom-ის მედიალაბში კონკურსი „იდეადრომი“ მეექვსედ დაიწყო

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ მეექვსედ დაიწყო. კონკურსის მიზანი ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა და მათი იდეების დახვეწა, განვითარება და რეალობად ქცევის ხელშეწყობაა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „იდეადრომის” ფარგლებში, შეირჩა 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი, რომლებიც პროფესიონალ მენტორებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ისწავლიან, როგორიც იდეის ვალიდაცია, პროტოტიპირება, ბიზნესმოდელის შექმნა, გუნდის მართვა, სტარტაპისთვის საჭირო ფინანსური თუ იურიდიული საკითხების გადაჭრა და ინვესტორებისთვის იდეის წარდგენაა.

ინტენსიური გადამზადების შემდეგ, გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომელთა საპრიზო ფონდიც – 10 000 ლარს შეადგენს.

„იდეადრომი“ უკვე 5-ჯერ, წარმატებით ჩატარდა და კონკურსის გამარჯვებულებმა საკუთარი პროდუქტის გატანა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები