ნატალია ჩხიკვაძე – კერვისგან დაჩხვლეტილი თითებით-ევროპული მოდისკენ

ორი სახლი, ორი სამშობლო და ერთი დიზაინერი საქართველოდან, რომელიც ევროპულმა მოდის სამყარომ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, მიიღო და მოიწონა.  

ბავშვობის მოგონებები-რუსთაველის სცენა, ბაბუა-რამაზ ჩხიკვაძე, სამშობლო-საქართველო და თავად დიზაინერი – ნატალია ჩხიკვაძეა.

განსხვავებული ცხოვრება პრაღა-საქართველოს პლათფორმაზე და დიზაინერის წარმატებული ნაბიჯები ევროპული მოდისკენ..

ნატალია ჩხიკვაძე მოგონებების, ოჯახის, და საქმიანობის შესახებ  ნიუ იორკიდან გვიყვება.

ნატალია, როგორია ბავშვობა, როდესაც ჩხიკვაძეების ოჯახში იზრდები?

-ბავშვობა ძალიან დადებითად მახსენდება. 5 წლიდან ვცხოვრობ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ოჯახთან ერთად. ჩემი უმცროსი ძმა რამაზი აქ დაიბადა. თეატრი და ხელოვნება ოჯახმა პატარა ასაკიდან შემაყვარა. ბაბუს სპექტაკლებზე ხშირად დავდიოდი თბილისში, რამდენჯერმე ჩეხეთშიც იყო გასტროლებზე. ჩემი ბავშვობა ძალიან მრავალფეროვანი იყო, იმიტომ რომ ვიზრდებოდი ორ ქვეყანაში და ორ განსხვავებულ კულტურაში. სულ ვმოგზაურობდით ოჯახთან ერთად და ვეცნობოდით სხვადასხვა ქვეყნებს. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იყო დილით გაღვიძება და საუზმის დროს ბაბუს რეპეტიციების ყურება – როლისთვის რომ ემზადებოდა ან სცენარს რომ კითხულობდა. ძალიან მაკლია ეს პერიოდი, მართლაც კარგი ბავშვობა მქონდა.

გახსოვს პირველი შეხვედრა თეატრთან და ემოციები, რომელიც სცენიდან წამოვიდა?10578076_891959987498962_2138229975_n

-5 წლიდან მინდოდა მსახიობობა. ბაბუა რომ დავინახე სცენაზე აზდაკის როლში, თავიდან ავტირდი და დედას ვეკითხებოდი ბაბუს დახეული ტანსაცმელი რატომ აცვია, მოდი რამე ვუყიდოთ-მეთქი. მაგრამ ხალხის რეაქცია და ემოციები რომ დავინახე და ფეხზე მდგომი აპლოდისმენტებით, რომ შეხვდნენ მის გამოსვლას, პირველად მაშინ მივხვდი რა ნიჭიერი და გენიალური პიროვნება მყავს ბაბუ და მინდა ვიყო მისი მსგავსი. ბავშვობიდან ოჯახმა შემაყვარა ისტორია, მოგზაურობა, ხელოვნება, ხატვა და ბებიამ შემაყვარა კლასიკური მოდა.

როდის და როგორ გადაეწყვე მოდის სფეროზე?

-მოდის და დიზაინის სკოლაში დედამ მეექვსე კლასში შემიყვანა. იქ ასწავლიდნენ დეფილეს, ხატვას, ცეკვას, კერვას და მაშინ ჩემთვის ყველაზე საინტერესოს – მსახიობობას. რაც თავი მახსოვს,  რვეულში სულ ვხატავდი სამოსს, მაგრამ ამ კურსებზე 3 წლის განმავლობაში მასწავლეს ტექნიკური ხატვა, ნაჭრები, სამოსის შექმნა და მოდის ისტორია. ამის შემდეგ ეკონომიურზე ჩავაბარე. პარალელურად დიზაინის კურსებზე დავდიოდი. ორივე კურსის დასრულების შემდეგ პიარზე ჩავაბარე და ამ პროფესიით 6 წელი ვიმუშავე. ყოველთვის ვიცოდი, რომ დიზაინერობა მინდოდა, მაგრამ ვერ ვდგამდი ამხელა ნაბიჯს, იმიტომ რომ ეს პროფესია მიუწვდომელი და არარეალური მეჩვენებოდა.

ამ ნაბიჯის გადადგმაში ბებია დაგეხმარა…

კი, მართლა ასეა. 3 წლის წინ გერმანიაში ჩავაკითხე ბებიას და ბაბუას (ბაბუა მკურნალობდა). ნატაშამ შემთხვევით ნახა ჩემი ნახატების რვეული, მითხრა რომ ძალიან მოეწონა ნახატები და იდეები და ყველანაირად გვერდში დამიდგებოდა და დამეხმარებოდა ჩემი ბრენდის შექმნაში. სანამ პრაღაში დავბრუნდებოდი, ბებიას იდეით ერთი ნახაზი გავაკეთეთ, რომელიც შემდეგ პირველ კოლექციაში გამოვიყენე. ნატაშას მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, ალბათ ვერასდროს გადავდგამდი ამ ნაბიჯს და ვერ გავაკეთებდი იმას, რაც მართლა ძალიან მიყვარს.

როგორ ფიქრობგაამართლა“?

-ვფიქრობ, გაამართლა. 3 წელია რაც დიზაინერობა დავიწყე, მაგრამ 2012 წლის თებერვალში მქონდა პირველი ჩვენება რუსთაველის თეატრში ბაბუს საღამოზე. ამის შემდეგ დავბრუნდი პრაღაში და აქ გავაგრძელე მუშაობა. თავიდან დავიწყე ივენთებით, რომელსაც თავად ვგეგმავდი და სადაც საკმაოდ ბევრი კლიენტი და პარტნიორი გავიცანი. ნელ-ნელა უფრო ხშირად მეპატიჟებოდნენ ელიტარულ ღონისძიებებზე ჩვენების გასაკეთებლად. ამ ივენთების შემდეგ შემეხმიანა პიარ მენეჯერი და რამოდენიმე ნივთის შეძენის სურვილი გამოთვა. პირადი საუბრის შემდეგ დახმარება და ხალხის გაცნობა შემომთავაზა. მითხრა, რომ მოეწონა ჩემი კოლქცია და სჯეროდა რომ შემეძლო ბევრისთვის მიმეღწია. მაშინ ვამზადებდი მეორე კოლექციას. მისი ნახაზები და სურათები მან აჩვენა ჩეხეთის და სლოვაკეთის Fashion TV-ს დირექტორს, რომელიც ძალიან დაინტერესდა ჩემი ბრენდით და მეორე კოლექციის ჩვენებაზე მოიყვანა თავისი გადამღები ჯგუფი. ამის შემდეგ თვეების განმავლობაში ტრიალებდა ჩემი ჩვენება ამ არხზე. ჩვენებას ძალიან ბევრი ცნობილი სახე დაესწრო და ერთ ერთმა ცნობილმა მსახიობმა და წამყვანმა წაიღო ჩემი სამოსი თავისი მოდის რუბრიკისთვის. Fashion TV-ს და Nikol Moravcovas რუბრიკის შემდეგ ჩემი საღამოს კაბები საკმაოდ დიდ ივენთებზე, წითელ ხალიჩაზე ეცვათ, კოლექციები მიჰქონდათ ფოტოსესიებზე, ჩემზე წერდნენ სტატიებს და ინტერვიუებზე მეპატიჟებოდნენ. ჩვენების მეორე დღესვე ბაიერები გამოჩნდნენ და მას შემდეგ ორ კონცეპტ მაღაზიაში იყიდება ჩემი ტანსაცმელი. გასულ წელს დამპატიჟეს „Mercedes Benz Prague Fashion Weekendze“-ზე, სადაც ჩემი მესამე კოლექცია წარმოვადგინე. პარალელურად Fashion Week-ზე მქონდა  ჩემი შოურუმი. ვფიქრობ, ამ 2-3 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრს მივაღწიე პრაღაში. არაფრიდან დავიწყე.. კონტაქტების გარეშე, ნაცნობების გარეშე და ნელ-ნელა მოდის კვირეულამდე მივედი. მაგრამ რათქმაუნდა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

-ამ წლების განმავლობაში რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი შენთვის, რომელმაც ევროპული მოდის სამყაროსთნ დაგაახლოვა?

-ევროპის მოდის სამყაროს ვიწრო წრემ პირველად 2012 წლის აპრილში გამიცნო, როდესაც ჩემი პირველი ჩვენება გავაკეთე. მას შემდეგ ნელ-ნელა ვეცნობოდი უფრო და უფრო ბევრს ამ სფეროში, მაგრამ ალბათ პირველი დიდი ნაბიჯი იყო 2013 წლის შემოდგომის ჩვენება. ვფიქრობ დადებითად მიმიღეს. ჩეხეთში ძალიან რთულია მოდის ვიწრო წრეში შესვლა, მაგრამ მგონია, რომ დააფასეს ჩემი ბრენდის სტილი და მაღალი ხარისხი, რომელიც ჩემი პრიორიტეტია.

პრაღისმოდისკვირეულიამეტაპისშესახებ..10584270_891959997498961_2001535148_n

– ჩემს ცხოვრებაში ჯერ-ჯერობით ყველაზე რთული მაგრამ საინტერესო და კარგი პერიოდი იყო. ამდენი მგონი არასდროს მინერვიულია და მიშრომია. მაგრამ ის ერთი დღე, 15 წუთი მაშინვე გავიწყებს გათენებულ ღამეებს, ნერვებს, კერვისგან დაჩხვლეტილ თითებს. ის ადრენალინი, რომელსაც მე ვგრძნობ ჩვენების დროს, მარწმუნებს, რომ მართლა იმას ვაკეთებ რაც მიყვარს და უდიდეს მოტივაციას მაძლევს.

ამ მოტივაციას შემდეგ კოლექციამდე მიყავხარ..

-წელს შესვენება ავიღე. დროებით საზღვარგარეთ ვარ. ნიუ იორკში ვსწავლობ და ინსპირაციას ვიღებ, მაგრამ უკვე დავიწყე ახალი კოლექციის მზადება. სრულიად განსხვავებული იქნება ძველი კოლექციებისგან სტილიც და ჩვენებაც.

– 5 წლისასაკიდანპრაღაშიცხოვრობ.. საქართველოროგორჩანსჩეხეთიდან?

-საქართველო ძალიან მიყვარს. სულ ვამბობ, რომ მაქვს ორი სახლი – პრაღა და თბილისი. ბავშვობიდან ყოველ წელს დავდიოდით არდადეგებზე თბილისში. ცოტა რომ გავიზარდე აკადემიური ავიღე უნივერსიტეტიდან და 1 წლით გადმოვედი საქართველოში უფრო ახლოს რომ გამეცნო ჩემი სამშობლო. მერე უნივერსიტეტის დასამთავრებლად დავბრუნდი პრაღაში. ბოლო პერიოდში ხშირად დავდივარ თბილისში, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი და ბევრი მეგობარი მყავს. თუმცა კოლექციის შესაქმენლად ყოველთვის პრაღაში ჩავდივარ.

ნამუშევრებში თუ ჩანსშენიხასიათისშტრიხები?

-რა თქმა უნდა, კოლექციებში ჩანს ჩემი ხასიათი და განწყობა. პირველ კოლექციაში, რომელიც  ბებიას და ბაბუას მივუძღვენი, შავი ფერი დომინირებდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში მომხდარი ამბების გამო სხვა ფერებს ვერ აღვიქვამდი(ბებია და ბაბუა გარდაიცვალნენ). მეორე კოლქციაც საკმაოდ მუქი იყო, მაგრამ იქ მთავარი სერიის ნაჭერი იყო-ბროკატი. ორივე კოლექციას ჰქონდა გამოკვეთილი შტრიხები.

მესამე კოლექცია ძალიან განსხვავდება. ნაზია, ღია ფერებში, ძირითადად გამოყენებულია ჰაეროვანი შიფონი და აბრეშუმი.

არისკოლექციაანსხვაპროექტი, რომლისგაკეთებაცყველაზემეტადგინდა

-რათქმაუნდა ძალიან ბევრი, მაგრამ არ ვჩქარობ, მინდა ყველაფერი სწორად გავაკეთო. ძალიან მინდა ჩეხეთიდან საზღვარგარეთ გავიტანო ჩემი ახალი კოლექციები, რომ გამიცნონ პარიზში, ლონდონში, მილანში, მოსკოვში, ტოკიოში, ნიუ იორკში და სხვა ქვეყნებში. ამას გარდა ძალიან მინდა გავაკეთო დიდი ჩვენება საინტერესო შოუთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ..

ნანუკა ალავიძე

10583138_891959974165630_584766523_n

10621824_891959990832295_444364937_n

10622320_891959984165629_1893995569_n

10622374_891959977498963_1387851604_n

10634250_891959980832296_2044332439_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები