მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

მექსიკაში, მეხიკო სიტის სტადიონზე პირველი მატჩის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნის შოუ მიმდინარეობს.

ცნობილ სახეებთან ერთად, სცენაზე გულშემატკივრები შაკირასა და სხვა პოპულარულ მუსიკოსებს იხილავენ.

წელს ჩემპიონატს სამი ქვეყანა მასპინძლობს, ამიტომ, ტურნირის ისტორიაში პირველად, სამივე მასპინძელ ქალაქში ცალ-ცალკე გაიმართება გახსნის ღონისძიება. მექსიკური შოუ მათგან პირველია.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება, რომელიც მეხიკოში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ტურნირში 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები