რატი იონათამიშვილი: შანტაჟის ენით საქართველოს ვერავინ მოუგებს და ვერც დაამარცხებს
“შანტაჟის ენით საქართველოს ვერავინ მოუგებს და ვერც დაამარცხებს საქართველოს. თუ ეს არ იციან ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა, კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ ამაზე [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე],”- ასე უპასუხა დამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ წამყვანის კითხვას, არის თუ არა მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე უარყოფითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
„მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მუდმივად გვესმის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება, მოხდება გადახედვა, მაგრამ საუბარი საუბრად რჩება და გადაწყვეტილების მიღება არც ხდება და ვერც მოხდება. მაშინ რა ინტერესი აქვს იმ ერთი და იგივე მოლაპარაკე თავებს და ეს განსაკუთრებით არიან ევრობიუროკრატები, რომლებიც მუდმივად საუბრობენ ამ თემაზე?! ერთადერთი მიზანი არის მ საერთო ღირებულების გამოყენება შანტაჟისთვის და ეს შანტაჟი არ ამართლებს. ისტორიულად, შანტაჟის ენით ვინც ელაპარაკებოდა და ელაპარაკება საქართველოს, ის ყოველთვის მარცხდება. შანტაჟის ენით საქართველოს ვერავინ მოუგებს და ვერც დაამარცხებს საქართველოს. თუ ეს არ იციან ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა, კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ ამაზე [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე]“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.