საქართველოს რკინიგზას ფინანსურ მაჩვენებლებში პოზიტიური შედეგები აქვს

კომპანიის 2025 წლის წმინდა მოგებამ 152.7 მლნ ლარი შეადგინა (2024 წლის წმინდა მოგება კი 68.2 მლნ ლარი), რაც უპირატესად საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებისა და ფინანსური ხარჯის შემცირების შედეგია.

რაც შეეხება, 2026 წლის 5 თვის წინასწარ საოპერაციო და ფინანსურ მაჩვენებლებს, შედეგები ასე გამოიყურება: ტვირთბრუნვის მოცულობა: საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის მოცულობა გაზრდილია, კერძოდ: 2026 წლის პირველ ხუთ თვეში ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით (415 ათასი ტონით) არის მომატებული. ზრდის დინამიკა განსაკუთრებით დაჩქარდა 2026 წლის მარტი-მაისის პერიოდში, როდესაც გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 20%-იან ზრდას მიაღწია წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით.

კორექტირებული EBITDA: საანგარიშო პერიოდში კორექტირებული EBITDA 91%-ით არის გაზრდილი და მაჩვენებელმა 122.9 მლნ ლარი შეადგინა (2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 64.5 მლნ ლარი იყო). აღნიშნული შედეგი გაუმჯობესებული საოპერაციო მაჩვენებლებისა და ხარჯის ოპტიმალური მართვით, გახდა შესაძლებელი. კორექტირებული EBITDA-ს მარჟა კი 50%-მდე გაუმჯობესდა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 26%-იან ნიშნულთან შედარებით.

ლოგისტიკური ბიზნესი: კომპანიის ლოგისტიკური ბიზნესის მომგებიანობის მარჟამ 2026 წლის პირველ ხუთ თვეში 62% შეადგინა (2025 წლის ანალოგიური პერიოდის 47%-თან შედარებით), რაც საოპერაციო ეფექტიანობის ზრდითა და აქტიური ბიზნეს საქმიანობით არის განპირობებული.

მომგებიანობის მნიშვნელოვანი ზრდა: პერიოდის წმინდა მოგებამ შეადგინა 88.4 მლნ ლარი, რაც 50%-იან მატებას წარმოადგენს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.პერიოდის მოგების მარჟა 35.7%-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები