შალვა პაპუაშვილი – გახარიას პარტიის ინიციატივაზე, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს: სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე ის პარტია საუბრობს, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია
“სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე ის პარტია საუბრობს, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახარიას პარტიის წევრების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე მგონი ეს ხალხი, რომელიც დღეს პარტია „საქართველოს“ სახელით პარლამენტში არის უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ჩემი აზრით გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ არის. ამას წინ დააინიციირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით, რაღაც საკითხი, რომელიც უპირველეს ყოვლისა მათ ეხება, მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. მხილებულია გიორგი გახარია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას მისი ხელმძღვანელობით. ამ საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება და გაქცეულია ეს ადამიანი. მაინც და მაინც ამ საკითხებს რატომ აყენებენ ეს ადამიანები არ ვიცი. ითქვა არა ერთხელ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გახარიას პარტია მშვიდობიანი აქციის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ინიციატივით შედის.