გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen AG 2026 წლის ბოლომდე გერმანიაში დაახლოებით 19 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ოლივერ ბლუმემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი კომპანიის მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია, რომელიც ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
Volkswagen-ის ინფორმაციით, სამუშაო ადგილების შემცირება ძირითადად ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამების, ადრეული პენსიებისა და სხვა შეთანხმებული მექანიზმების მეშვეობით განხორციელდება.
კომპანია გეგმავს, რომ 2030 წლისთვის გერმანიაში თანამშრომელთა რაოდენობა საერთო ჯამში 28 ათასზე მეტით შეამციროს.
მედიის თანახმად, Volkswagen-ი ბოლო წლებში მზარდ კონკურენციას, განსაკუთრებით ელექტრომობილების ბაზარზე, და ევროპული ავტოინდუსტრიის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს ებრძვის.