როლანდ ახალაია: მამაკაცმა ჯერ ვენები გადაიჭრა, შემდეგ კი ბენზინი გადაისხა

ზუგდიდში მცხოვრებმა ვ.ნ-მ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა. როგორც „კვირას“ ზუგდიდის რაიონის საავადმყოფოს დირექტორმა როლანდ ახალაიამ განუცხადა, 52 წლის ნ-იამ თვითმკვლელობის მიზნით ჯერ ვენები გადაიჭრა, შემდეგ კი ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.
„პაციენტი მოიყვანეს ვენები ჰქონდა გადაჭრილი, ჩავუტარეთ საჭირო სამედიცინო დახმარება და ხელწერილით დატოვა საავადმყოფო. იმავე საღამოს, იგივე პაციენტი მოიყვანეს კლინიკაში, ამჯერად მან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. დამწვრობის შედეგად, სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა მიიღო“, – განუცხადა „კვირას“ როლანდ ახალაიამ.
მისი თქმით, პაციენტი რეანომობილით ბ.იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში დღეს დილით გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში განუცხადეს, ვ. ნ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები