ბჟანიამ მოსკოვში ნურგალიევთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, მოსკოვში ე.წ. ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უშიშროების საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საკურორტო სეზონზე რუსი ტურისტების უსაფრთხოების საკითხებზე.

ასლან ბჟანია მოსკოვში ე.წ. სამუშაო ვიზიტით 18 აპრილს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები