მსჯავრდებულმა ნარკომანიის საკითხებზე ფსიქო-სარეაბილიტაციო ტრენინგი გაიარა

პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრს შორის გაფორმებული მომორანდუმის ფარგლებში, ათმა პირობით მსჯავრდებულმა ნარკომანიის პრევენციის საკითხებზე ფსიქო-სარეაბილიტაციო ტრენინგი გაიარა.
როგორც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ”ნარკომომხმარებლებისა და მათი თანადგომის ქსელის” ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთათვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ სესიებს,ითვალისწინებს რომელიც, კონტინგენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ანონიმურია.
ცენტრის ფსიქოლოგები ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში დაეხმარებიან როგორც პირობით მსჯავრდებულებს, ისე მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
გურიისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულებისათვის კი ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მის მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობის გააზრებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები