თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მე, როგორც ისტორიული უბნის წარმომადგენელს საკრებულოში, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო მთაწმინდის რაიონში ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობას. გუშინ გამართულ კომისიის სხდომაზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შეხვედრაზე ძალიან ღიად განვიხილეთ არსებული პრობლემები. ჩვენი პოზიციაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ვიმსჯელეთ და გამოსავალი გზებიც დავსახეთ, თუმცა დღევანდელ სხდომაზე, სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგამ, საბა ბუაძემ, საბრალდებო დასკვნა წაგვიკითხა, რაც ძალიან არასწორია მისი მხრიდან“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ.

ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილი სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა.

„რა არის იმაში ცუდი, თუ მეტი სარეკრეაციო სივრცე და გამწვანებული ზონა იქნება დედაქალაქში, მე მხარს ვუჭერ მოეწყოს სკვერი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან საჭიროა,“ – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები