ბორის ჯონსონი: არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გამხდარიყო: ნებისმიერ ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა

„2016 წლიდან 2022 წლამდე ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ვესწრებოდი და არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო,” – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერ წინადადებას შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები ვეტოს დაადებდნენ.

“ნებისმიერ ასეთ წინადადებას [უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე] დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა. ეს იქნებოდა ერთსულოვანი, სრული უარყოფა.“ – აღნიშნა ბორის ჯონსონმა ნორვეგიაში, ჰოლბერგის ყოველწლიურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები