იქ, სადაც მოქალაქეები აქტიურად გადაადგილდებიან და მაგალითად ასეთია ბორჯომი და შუა ქალაქში გვაქვს ცენტრალური მაგისტრალი, ნამდვილად არ არის ნორმალური, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ დასახლებულ პუნქტებს მაგისტრალებმა გვერდი აუარონ.
„აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ დასახლებულ პუნქტებს მაგისტრალებმა გვერდი აუარონ. ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ გადაადგილების გამარტივებისთვის და ასევე ეკოლოგიური მდგომარეობისთვის. იქ, სადაც მოქალაქეები აქტიურად გადაადგილდებიან და მაგალითად ასეთია ბორჯომი და შუა ქალაქში გვაქვს ცენტრალური მაგისტრალი, ნამდვილად არ არის ნორმალური. ჩვენს დელეგატთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ამაზე ბევრი მსჯელობა გვქონდა. დავიწყებთ უკვე კვლევით სამუშაოებს თუ როგორ შეიძლება საგზაო ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ ერთი მხრივ მოვხსნათ ეს პრობლემა და მეორე მხრივ არ დავაზიანოთ ბუნება, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სოხაძემ.