საქართველოს პრეზიდენტმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი ავალას მთაზე დელეგაციის წევრებთან: საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან – ირაკლი მეზურნიშვილთან, ირმა ზავრადაშვილთან, გურამ მაჭარაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ქეთევან კვინიკაძესთან ერთად იმყოფებოდა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ცერემონიის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
