საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს „ნიკოლა ტესლას“ მუზეუმში, სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა უმასპინძლა
სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი „ნიკოლა ტესლას“ მუზეუმს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თამარ ბაგრატიონს მუზეუმში სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა უმასპინძლა.
ნიკოლა ტესლას მუზეუმი მდებარეობს ბელგრადის ცენტრალურ უბანში, საცხოვრებელ ვილაში, რომელიც 1929 წელს ცნობილი სერბი არქიტექტორის, დრაგიშა ბრაშოვანის პროექტის მიხედვით აიგო. მუზეუმი მეცნიერებისა და კულტურის უნიკალური დაწესებულებაა, რომელშიც ნიკოლა ტესლას ნაშრომების ორიგინალები ინახება.