რევაზ სოხაძე: წელს გამოცხადდება ტენდერი თბილისის შემოვლითი გზასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მაგალითად ვარკეთილის, ან სამგორის მოსახლეობა გაცილებით მარტივად გადაადგილდეს გლდანის მიმართულებით
წელს გამოცხადდება ტენდერი თბილისის შემოვლითი გზასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მაგალითად ვარკეთილის, ან სამგორის მოსახლეობა გაცილებით მარტივად გადაადგილდეს გლდანის მიმართულებით და გაცილებით ნაკლებ დროში დაფაროს მანძილი თუნდაც ნაძალადევში და ა.შ. – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გზის სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.
„წელს გამოცხადდება ტენდერი თბილისის შემოვლითი გზასთან დაკავშირებით. ეს არის ოთხ ლოტად დაყოფილი. უკვე მომავალი წლიდან აქტიურად გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანმა შეუფერხებლად იმუშაოს და თბილისს გვერდით აუაროს, რაც მნიშვნელოვანია გადაადგილების სიადვილესთან მიმართებაში. ასევე მნიშვნელოვანია თვითონ თბილისისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ამ შემოვლით გზას ექნება ბევრი დაერთება ქალაქთან, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მაგალითად ვარკეთილის, ან სამგორის მოსახლეობა გაცილებით მარტივად გადაადგილდეს გლდანის მიმართულებით და გაცილებით ნაკლებ დროში დაფაროს მანძილი თუნდაც ნაძალადევში და ა.შ.“ – აღნიშნა სოხაძემ.