რევაზ სოხაძე: ჩვენი მოთხოვნა მარტივია – ჩვენ, როგორც დამკვეთი, სახელმწიფო, გვინდა ხარისხიანი პროდუქტი და ამ მიმართულებით კომპრომისი ვერ და არ იქნება

ჩვენი მოთხოვნა მარტივია, ჩვენ როგორც დამკვეთი, სახელმწიფო, გვინდა ხარისხიანი პროდუქტი და ამ მიმართულებით კომპრომისი ვერ და არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო კომპანიებისგან პროექტებს ითხოვს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში. მინისტრის განმარტებით, მთავრობამ შეცვალა საფასო პოლიტიკა და ხდება რეალური ფასების დადგენა, ხელისუფლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ტენდერის გამჭვირვალედ წარმართვა.

„ყველა კომპანიას ვუყურებთ როგორც პარტნიორებს და ჩვენი ამოცანაა ეს კომპანიები იყვნენ ძლიერები, თუმცა თუ თავად არ სურს [კომპანიას] ამ თამაშის წესებს დაემორჩილოს და თუ მას არ შეუძლია ხარისხიანი პროდუქტის შექმნა კონკრეტულ ვადაში, გაგვიჭირდება ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობა“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.

„როდესაც რაღაც საქმეს იწყებ, მნიშვნელოვანია, რომ მოახდინო პრობლემების იდენტიფიცირება, პრობლემების დამალვას არასდროს არავისთვის კარგი არ მოუტანია. ჩვენმა გუნდმაც პირველი რაც გავაკეთეთ იყო პრობლემების იდენტიფიცირება, ბევრი მათგანი იყო სუბიექტური, თუმცა რა თქმა უნდა იყო ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზით გამოწვეული პრობლემები. სრულად მოხდა ამ პრობლემების იდენტიფიცირება, თუ რა არის ის მიზეზები, რის გამოც გვაქვს ვადაში ჩამორჩენა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და დავსახეთ გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრათ“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები