ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 70 წლამდე მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები