ლევან იოსელიანი: მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რეკომენდაციები, რომლებიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული, სრულყოფილად შესრულდეს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რეკომენდაციები, რომლებიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული, სრულყოფილად შესრულდეს.

„მე შემიძლია, ვისაუბრო იმ რეკომენდაციებსა და პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით მთელი ამ წლების მანძილზე გაგვაჩნდა, რაც დაკავშირებული იყო იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, თვითონ გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან და ა.შ. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც, მათ შორის, პარლამენტში, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით პარლამენტთან მუშაობას ვაგრძელებთ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით, ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება ჩემი აზრით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რეკომენდაციები, რომლებიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული, სრულყოფილად შესრულდეს, რომ კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს ამ რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები