ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური ნიშნით სასამართლოზე ზემოქმედება მიუღებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით სასამართლოზე ზემოქმედება მიუღებელია.
„პრემიერმინისტრმა გამოხატა ის, რაც ამ 4 ტალღის განმავლობაში გაკეთდა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევისათვის. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მიღწევა უნდა შენარჩუნდეს. ჩარევა ქვეყნის შიგნიდან და გარედან და მით უმეტეს, პოლიტიკური ნიშნით რაიმე ზემოქმედება სასამართლოზე მიუღებელია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა. ამასთან, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გუშინ შეხვედრა გამართა.