ნინო წილოსანი: ჯაფარიძე სახელს გადაირქმევს, „ჰუდს“ ჩაიცვამს თუ რაიმე სხვა ფორმას მიიღებს, ის იმ ძალადობრივი რეჟიმის მონაწილე და ნაწილია, რომელიც 2012 წელს გადავაგდეთ

“ზურა გირჩი ჯაფარიძე სახელს გადაირქმევს, „ჰუდს“ ჩაიცვამს თუ რაიმე სხვა ფორმას მიიღებს, ის იმ ძალადობრივი რეჟიმის მონაწილე და ნაწილია, რომელიც 2012 წელს გადავაგდეთ”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები ახალგაზრდებს საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიის ჩატარებაში ატრენინგებენ.

წილოსანის თქმით, საზოგადოება დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგია.

„რევოლუცია, მათ შორის, სისხლიანი გადატრიალება, დესტრუქცია, ციხეებში ადამიანების ჩაკეტვა, ტერორი და ა.შ ეს მათი ხელწერაა. ზურა გირჩი ჯაფარიძე სახელს გადაირქმევს, „ჰუდს“ ჩაიცვამს თუ რაიმე სხვა ფორმას მიიღებს, ის იმ ძალადობრივი რეჟიმის მონაწილე და ნაწილია, რომელიც 2012 წელს გადავაგდეთ. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება განვითარების ისეთ დონეზეა, რომ ამგვარ დესტრუქციულ და არაკონსტიტუციურ მოქმედებებს ისინი ვერ აღასრულებენ“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები