ბრიტანეთის დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო ოპერაციებში აქტიურად საჰაერო-სადესანტო ჯარებს ჩართავს.
საკუთარ ვარაუდში ბრიტანელი ანალიტიკოსები ეყრდნობიან აპრილის დასაწყისში რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებს თერმობარული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები – TOS-1A გადასცეს.
აღნიშნულია, რომ TOS-1A, რომელსაც რუსეთი მოიხსენიებს, როგორც “მძიმე ცეცხლმასროლს”, ჩვეულებრივ გამოიყენება რუსული სპეციალიზებული ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური თავდაცვის ძალების მიერ უკრაინაში და მანამდე არ ყოფილა დაკავშირებული საჰაერო სადესანტო ძალებთან.
დაზვერვაში ასევე მიაჩნიათ, რომ, ომის პირველ ცხრა თვეში მძიმე დანაკარგების ფონზე, ეს შესაძლოა, საჰაერო სადესანტო ძალების აღდგენის მცდელობის ნაწილიც იყოს.